იუსტიციის მინისტრმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ინფორმაციასა და ფოტომასალას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

“წელს 32 წელი შესრულდა საქართველოს ისტორიის იმ ტრაგიკული მოვლენიდან, რომელმაც 21 ახალგაზრდის სიცოცხლე და ათასობით ადამიანის ჯანმრთელობა შეიწირა. 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული დღეა. 32 წლის წინ ქართველმა ხალხმა გაიღო უდიდესი მსხვერპლი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია მშვიდობიანი მიტინგი, რომლის მონაწილეები საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ითხოვდნენ. ქართველი ახალგაზრდების გმირობამ გააერთიანა ეროვნული ენერგია და ქვეყნას თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოუტანა. 1989 წლიდან მოყოლებული, 9 აპრილს საქართველო ეროვნული ერთიანობის დღეს აღნიშნავს და პატივს მიაგებს დაღუპული გმირების ხსოვნას,” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები