შსს “ფორმულას” თანამშრომლის ავტომობილის დაზიანებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციამ სოფელ გამარჯვებაში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის დაზიანების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები.

ამის შესახებ შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, გამოიკითხა ავტომობილის მფლობელი, რომელმაც აღნიშნა, რომ არის ტელეკომპანია ფორმულას მძღოლი.

“მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც შეეხება მეორე ფაქტს, რაზეც ტელეკომპანია ,,ფორმულა,, საუბრობს, შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება არ შემოსულა. ინფორმაციის მიღებისთანავე, უწყება მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები