თეა ახვლედიანმა 9 აპრილს დაცემულ მამულიშვილთა მემორიალი ყვავილებით შეამკო
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის, ეროვნული ერთიანობისა და საზოგადოებრივი თანხმობის დღესთან დაკავშირებით 9 აპრილს დაცემულ მამულიშვილთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და სამშობლოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
ცნობისთვის, დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა.