დეკანოზ იოანე გორელიშვილის განცხადებით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში, დანით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი 50 წლამდე მამაკაცი შეიჭრა ,- ამის შესახებ დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პირი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

“დღის 16:00 საათი იყო, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა ფეხით შეამტვრია კარები. იქ მყოფი სტიქაროსანი და სამართალდამცავი, რომელიც თვითმხილველი აღმოჩნდა, შეჰყვა გაანეიტრალა. აღმოაჩინეს, რომ დანით იყო შეიარაღებული. იმდენად უგონო მდგომარეობაში იყო, ვერ ამბობდა, რა უნდოდა, განყოფილებაში გადაიყვანეს. მეუფე არ უხსენებია. მეუფის დასაჭრელად შევიდაო და არა! უბრალოდ მთვრალი იყო, სამართალდამცავები დაადგენენ ვინაობას. ძაღლიც იყო რეზიდენციაში, რომელმაც ეს მამაკაცი შეაჩერა. 50 წლამდე მამაკაცია”,- განაცხადა დეკანოზმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები