ზაზა ლომინაძე ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის წევრი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი – ზაზა ლომინაძე ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს, მათივე თხოვნის საფუძველზე, შეხვდა, – ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

- რეკლამა -

- რეკლამა -

მათივე ცნობით, ლომინაძემ ახალგაზრდებისათვის, რომლებიც სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს წარმოადგენენ, მოაწყო პრეზენტაცია თემაზე – სად გადის დედამიწის ღერძი? ანუ საუბარი შეეხო იმას, თუ უკვე დღეს რა უნდა გააკეთონ ახალგაზრდებმა იმისათვის, რომ შემდგომში იყვნენ წარმატებულები, როგორ გახდნენ თავიანთი საქმის პროფესიონალები. შეხვედრა შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, ყველაზე მეტი ინტერესი, ბუნებრივია, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე შექმნილ მდგომარეობასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით გამოიხატა. ეს ინტერესი, ბუნებრივია, იმანაც განაპირობა, რომ სტუდენტებს შეხვედრა პროფესიით მედიკოსსა და გამოცდილ სპეციალისტთან ჰქონდათ. გარდა ამისა, მრავალრიცხოვანი კითხვები მოიცავდა ასევე სხვადასხვა სფეროს, მათ შორის, პარლამენტის, კომიტეტის მუშაობასა და საკანონმდებლო საქმიანობას, შრომითი უფლებების განსაკუთრებით დღეს, პანდემიის პირობებში დაცვას. ყურადღება დაეთმო გალის რაიონიდან მოსახლეობის სახელმწიფოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საკითხებსაც, რათა შემდგომში აღარასოდეს მოხდეს ისეთი ტრაგედია, რასაც ამ დღეებში ჰქონდა ადგილი ენგურზე.

„ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები გავაკეთეთ ამ პრეზენტაციის დროს, თუ როგორ შენდება სახელმწიფო, თუ როგორ უნდა ააშენონ თავიანთი მომავალი თვითონ ახალგაზრდებმა, რამდენი უნდა ისწავლონ და როგორ დახარჯონ თავისუფალი დრო ხვალინდელი საქართველოს საკეთილდღეოდ, თავიანთი ოჯახის საკეთილდღეოდ. სწორედ ასეთი ახალგაზრდობა წარმოადგენს საქართველოს მომავალს”, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

სტუდენტების განცხადებით კი, შეხვედრაზე, რომელმაც ორ საათზე მეტხანს გასტანა, ბოლომდე მაინც ვერ ამოწურეს განსახილველი თემები და პარლამენტის წევრთან კიდევ ერთხელ შეხვედრის სურვილი გამოთქვეს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები