გარდაცვლილი მედიკოსის, მეგი ბაქრაძის “საქმეში” ბრალდებულ ექიმებს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
შემდეგი სხდომა 31 მაისს 12:00 საათზე ჩაინიშნა.
პროცესზე პროკურატურამ დააყენა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეული ბრალდებულისთვის 5 000-5 000 ლარიანი გირაოს გამოყენების თაობაზე.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.
ამასთან, საქართველოს პროკურატურამ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს – ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს – თ.გ.-ს ბრალი წარუდგინა.