მიხეილ სარჯველაძე: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტის საწინააღმდეგოდ მე არგუმენტები არ მომისმენია

“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტის საწინააღმდეგოდ მე არგუმენტები არ მომისმენია”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ვინმეს ცვლილებებთან დაკავშირებით სურვილი ექნება, რომ საკითხი კიდევ ერთხელ გახდეს შეფასებისა და მსჯელობის საგანი, დამატებით იმსჯელებენ.

„თუ ვინმეს ამასთან დაკავშირებით ექნება სურვილი, რომ საკითხი კიდევ ერთხელ გახდეს შეფასებისა და მსჯელობის საგანი, ამის ხელშემშლელი არასდროს ვიქნებით, ვიმსჯელოთ კიდევ დამატებით. თუმცა, კანონპროექტთან დაკავშირებით არავის უარყოფითი პოზიცია არ გამოუმჟღავნებია, იყო საუბარი, რომ სასამართლო სისტემაში დიდია გამოწვევები და სხვა ცვლილებების საჭიროებაც არსებობდა, თორემ ამ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ მე არგუმენტები არ მომისმენია. ალბათ, ეს არის პოზიცია, რომლის გატარების სურვილი აქვს ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურას, რომ ეს (დაფინანსებასთან დაკავშირებული) მექანიზმი იყოს გამოყენებული, რომ გარკვეული პროცესების წარმართვის სტიმულირებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის გადახედვა არის საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის პირობა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები