თინა ბოკუჩავა: ქვეყანა დადგება სანქციების საფრთხის წინაშე და სწორედ ეს განაცხადა ევროკავშირმა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საქართველო სანქციების წინაშე დადგება და სწორედ ეს თქვა ევროკავშირმა.

„ეს არის სწორედ ის ნაბიჯები, რის შესახებაც ჩვენ ვაფრთხილებდით ივანიშვილის რეჟიმს და ვეუბნებოდით, რომ თუ არ შეწყვიტეს სასამართლოს პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოყენებას, ქვეყანა დადგება სანქციების საფრთხის წინაშე და სწორედ ეს განაცხადა ევროკავშირმა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის საკითხს გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი საქართველოს ურჩევს, რაც შეიძლება სწრაფად მოითხოვოს ვენეციის კომისიის შეფასება იმის შესახებ, შეესაბამება თუ არა მიღებული ცვლილებები წინა რეკომენდაციებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები