ნინო წილოსანმა და შალვა კერესელიძემ „კოკა-კოლას” ახალი ქარხანა დაათვალიერეს
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა და ამავე კომიტეტის წევრმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კერესელიძემ, თემურ ჭყონიას მოწვევით, ნატახტარში, სს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” ახალი ქარხანა დაათვალიერეს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
პარლამენტარები ადგილზე გაეცნენ საწარმოო პროცესს და იმ უახლოეს ტექნოლოგიებს, რომელმაც კიდევ უფრო წარმატებული გახადა კომპანია.
„დღეს „კოკა-კოლა” თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი და მაღალი სტანდარტების საწარმოს წარმოადგენს“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.