მდინარე ენგურიდან სამი მოქალაქის ცხედარია ამოყვანილი
მდინარე ენგურიდან სამი მოქალაქის ცხედარია ამოყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალში მცხოვრები პირები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდნენ.
ამ წუთებში, დამატებით გრძელდება კიდევ ერთი მოქალაქის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს.