სერგო ჩიხლაძე: ბოიკოტი არაა კარგი და ლამაზი გადაწყვეტილება, ეს არის უკიდურესი ინსტრუმენტი

“ბოიკოტი არაა კარგი და ლამაზი გადაწყვეტილება”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბოიკოტი არის ინსტრუმენტი, რომლითაც შეიძლება რაღაცის მიღწევა.

„რესპონდენტი რომ ვიყო, მეც ვიტყვი, რომ ბოიკოტი არაა კარგი. ბოიკოტი უკიდურესი ინსტრუმენტია, რომლის გარდა სხვა არაფერი დაგვიტოვა „ქართულმა ოცნებამ“. ესაა ინსტრუმენტი, რომლითაც შეიძლება რაღაცის მიღწევა. ეს ინსტრუმენტი რომ არ ყოფილიყო, ის მოლაპარაკებებიც არ იქნებოდა. მაგრამ, თავისთავად, ბოიკოტი არაა კარგი და ლამაზი გადაწყვეტილება. ეს არის უკიდურესი ინსტრუმენტი, რომელიც, იძულებულები ვართ, გამოვიყენოთ“, – აღნიშნა ჩიხლაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები