იუსტიციის უმაღლესი საბჭო: მაია სვიანაძე პირადი განცხადების საფუძველზე მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლდა

2021 წლის 5 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე მაია სვიანაძე პირადი განცხადების საფუძველზე მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, მოსამართლემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წერილით 2021 წლის 26 მარტს მიმართა. 2021 წლის 5 აპრილს გამართულ სხდომაზე საბჭოს წევრებმა განკარგულებას მხარი დაუჭირეს და მაია სვიანაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

“მაია სვიანაძე უფლებამოსილების შეწყვეტამდე შვებულებაში იმყოფებოდა. ის ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი შვილი წლებია შტატების მოქალაქეა და ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობს. მაია სვიანაძის გადაწყვეტილების შესახებ, მოსამართლის თანამდებობის დატოვების თაობაზე, წინასწარ იყო ცნობილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის.

მაია სვიანაძე მოსამართლის უფლებამოსილებას 2009 წლიდან ახორციელებდა. 2017 წლიდან თანამდებობაზე განწესებული იყო უვადოდ”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები