მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციის მიმართ ჩემი მოწოდებაა, რომ აუცილებლად შეიცვალოს მათი დამოკიდებულება, რათა შედეგიანი აღმოჩნდეს მოლაპარაკებების პროცესი

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციის მიმართ მისი მოწოდებაა, რომ აუცილებლად შეიცვალოს მათი დამოკიდებულება, რათა მოლაპარაკებების პროცესი შედეგიანი აღმოჩნდეს.

მისივე თქმით, შედეგიანი მოლაპარაკებები ქვეყნის განვითარებას სჭირდება.

„ოპოზიციის მიმართ ჩემი მოწოდება იქნებოდა, რომ აუცილებლად შეიცვალოს მათი დამოკიდებულება, რათა შედეგიანი აღმოჩნდეს მოლაპარაკებების პროცესი, ვინაიდან ეს ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს განვითარებას. ეს არ არის ვინმესთვის კომფორტის შექმნის საკითხი, აქ საუბარია საქართველოში ინსტიტუციური დემოკრატიის განვითარებაზე, რაც ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ფორმატს, როგორ წარიმართება მოლაპარაკებები, ნებისმიერი ფორმა ამ შემთხვევაში უნდა მიესადაგოს მოლაპარაკებების წარმატებულად წარმართვის შესაძლებლობებს. ამ თვალსაზრისით ფორმებზეც საფიქრალი გვექნება, მათ შორის, ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად. ხელისუფლების მხრიდან უკვე გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები იმ მიმართულებით, რასაც მოლაპარაკებების პროცესში სადისკუსიო საკითხები ჰქვია. შესაბამისად, ვფიქრობ, ესეც დაავიწროებს წრეს საკითხებისა, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება, გარკვეულ ეტაპზე განსხვავებული პოზიციები არსებობდა“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები