შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ, ქუჩაში რა ხდება, მოსახლეობის განწყობას ვხედავთ, ვხედავთ, რომ ხელისუფლება არის ქმედითი, რა კრიზისზეა საუბარი

“პოლიტიკური გადატვირთვა სჭირდებათ ჩვენს ოპონენტებს, ისინი არიან ახლა ზედმეტად დატვირთულები რაღაც აზრებით”, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა კითხვას – “სჭირდება თუ არა ქვეყანას პოლიტიკური გადატვირთვა და როგორ ესახება პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტის გზა”.

მისივე თქმით, მოსახლეობის განწყობას ყველა ხედავს.

„მათ სჭირდებათ გადატვირთვა. რა თქმა უნდა, მტკიცებულებები არის საჭირო და ეს ნარატივი ყველამ უნდა დავივიწყოთ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, არჩევნები როგორ ჩატარდა, ვინაიდან ახლა უკვე არის ე.წ. კრიზისი. ეს არის შემდეგი ტყუილი, რადგან თუკი არჩევნები იყო ზუსტი და ამომრჩევლის ნება აისახა შედეგებზე, რა კრიზისზე შეიძლება საუბარი? კრიზისი რომც არსებობდეს, გამოდის, რომ ყალბი კრიზისია. ვხედავთ, ქუჩაში რა ხდება, მოსახლეობის განწყობას ვხედავთ, ვხედავთ, რომ ხელისუფლება არის ქმედითი, რა კრიზისზეა საუბარი, კრიზისი არის ჩვენს ოპონენტებში და მათ სჭირდებათ გადატვირთვა”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები