დიმიტრი ხუნდაძე: შეზღუდვების გამკაცრება თუ შემსუბუქება დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე, არ არის საჭირო დაუსაბუთებელი აქციები ქუჩაში

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, შეზღუდვებისთვის არა დაუსაბუთებელი აქციები, არამედ რეგულაციების დაცვაა საჭირო.

„შეზღუდვების გამკაცრება თუ შემსუბუქება დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე. თუ ჩვენი ქცევა იქნება იმდაგვარი, რომ მინიმალურ მოთხოვნებს შევასრულებთ, რაც რთული არ არის – მოვიხმართ პირბადეს, დავიცავთ ფიზიკურ დისტანციას, შესაბამის დროს ჩავიტარებთ ვაქცინაციას, რა თქმა უნდა, ეს რისკები შემსუბუქდება​, ეპიდემიოლოგოირი სტაბილურობა უფრო მეტად იქნება შესაძლებელი. ამ დროს საჭირო არ იქნება შეზღუდვები. შეზღუდვებისთვის არ არის საჭირო დაუსაბუთებელი აქციების მოწყობა ქუჩაში, არამედ საჭიროა, დავიცვათ ის წესები, რომელსაც ყოველდღიურად გვახსენებენ დარგის სპეციალისტები, მაგრამ ჩვენ მათ ვივიწყებთ“, – განაცხადა ხუნდაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები