ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციას არჩევანი აქვს გასაკეთებელი, საით არიან – საქართველოსკენ, ეშმაკისკენ თუ რუსეთისკენ
“ოპოზიციის ერთადერთი სურვილია, რომ ხელისუფლების შეცვლა მოხდეს არალეგიტიმური გზით და შემდეგ მათი კარნახით ჩატარდეს ე.წ. რიგგარეშე არჩევნები, რასაც მხარს არავინ არ უჭერს არც ქვეყნის შიგნით, არც მის გარეთ”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს.
მისივე თქმით, ოპოზიციას არჩევანი აქვს გასაკეთებელი, საით არიან – საქართველოსკენ, ეშმაკისკენ თუ რუსეთისკენ.
„მათ აქვთ ერთადერთი სურვილი, რომ ხელისუფლების შეცვლა მოხდეს არალეგიტიმური გზით და შემდეგ მათი კარნახით ჩატარდეს ე.წ. რიგგარეშე არჩევნები, რასაც მხარს არავინ არ უჭერს არც ქვეყნის შიგნით, არც მის გარეთ. ოპოზიციისთვის დანარჩენი საკითხები უინტერესო დოკუმენტია, რომელიც ევროპულმა მედიაციამ დადო. მათთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელი აღმოჩნდა, კოჭლიც უწოდეს და დააფიქსირეს, რომ არც რურუა არის მთავარი, მელია ხომ საერთოდ, რომელიც მძევლად ჰყავთ აყვანილი. მათთვის მთავარი არ არის არავის გამოშვება. მათი მიზანია ხელისუფლების შეცვლა და ისინი ამისთვის ყველანაირ დესტაბილიზაციის გეგმას მიმართავენ. გააგრძელებს თუ არა ვინმე მოლაპარაკებას? – ჩვენ ყველა ეტაპზე ვამბობთ, რომ მზად ვართ, კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, როგორც ინდივიდურად, ასევე, უკეთესი იქნებოდა, თუ ეს იქნებოდა საერთო შეთანხმება. აქედან გამომდინარე, არჩევანი გასაკეთებელი აქვთ ამ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც ექვსი თვეა, ვერ გარკვეულან, საით არიან – საქართველოსკენ არიან, ეშმაკისკენ თუ რუსეთისკენ. ქვეყნის სტაბილური განვითარება უნდათ, თუ დესტაბილიზაცია. ეს ყველაფერი აღრეულია მათ პოლიტიკურ აზროვნებაში. მოვუწოდებ, რომ ჩამოყალიბდნენ”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.