წვიმა და ელჭექი – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 აპრილის დღის ბოლოდან 6 აპრილის დილამდე საქართველოში (ძირითადად, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე – 3-4-ბალიანი ღელვა.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები