სალომე ზურაბიშვილი: გულითადად ვულოცავ ყველას, ვინც დღეს სულიერი ამაღლების, სიცოცხლის გამარჯვებისა და სიკეთის მიერ ბოროტების ძლევის დღესასწაულს ზეიმობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვინც დღეს მაცხოვრის აღდგომას ზეიმობს, დღესასწაულს ულოცავს.

ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

„ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას აღნიშნავს. გულითადად ვულოცავ ჩვენს თანამოქალაქეებსა და ყველას, ვინც დღეს სულიერი ამაღლების, სიცოცხლის გამარჯვებისა და სიკეთის მიერ ბოროტების ძლევის დღესასწაულს ზეიმობს. ვუერთდები თქვენს სიხარულს, გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას“, – ნათქვამია ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები