კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 243, აჭარაში – 57, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 49

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 464 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 243 შემთხვევა, აჭარაში – 57, იმერეთში – 28, ქვემო ქართლში – 16, შიდა ქართლში – 23, გურიაში – 28, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 49, კახეთში – 7, მცხეთა-მთიანეთში – 10, სამცხე-ჯავახეთში – 0, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 397, საიდანაც: 1 822 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  853, აჭარაში – 266, იმერეთში – 306. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 342 პირი, მათ შორის, თბილისში – 147, აჭარაში – 37, იმერეთში -80. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 73 პირი, მათგან თბილისში – 51, აჭარაში – 3, იმერეთში – 6. 231 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 141 – თბილისში, 85 – აჭარაში. 3 344 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები