“მეტი რა შევთავაზოთ ოპოზიციას? წავალთ და თქვენ დარჩითო, ამას ვერ შევთავაზებთ”, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
მისი თქმით, დანიელსონის მიერ ჩამოწერილ ყველა საკითხზე ხელისუფლებას შემხვედრი ნაბიჯი და შეთავაზება ჰქონდა.
„მედიაციის პროცესი შეჩერებულია. ჩვენ ვიცით, ვინ არის რადიკალიზმის წყარო ამ ოპოზიციურ სპექტრში, რომლის გარშემოც გაერთიანებული არიან შედარებით მცირე ზომის პარტიები. თუმცა, ინდივიდურად მუშაობა გაგრძელდება და ეს კარი დარჩება ღია. ვიქონიოთ იმედი, რომ ოდესმე რამე შეთანხმებამდე მივალთ, თუ ოპოზიციის ნაწილი მაინც იგრძნობს პასუხისმგებლობას. 3%-იანი ბარიერი არის მათთან მოლაპარაკების შედეგად წარმოქმნილი კომპრომისული ვარიანტი. თუ ისინი იტყვიან, რომ ჩვენ მოვდივართ და ვიმსჯელოთ ამ საკითხზეო, პრობლემა არ არის. ეს არის შეთავაზება, მოვიდნენ, ვიმსჯელოთ. დანიელსონის მიერ ჩამოწერილ ყველა საკითხზე ჩვენ გვქონდა შემხვედრი ნაბიჯი და შეთავაზება. ან უპირობოდ ვაწერდით ხელს, ან ვეუბნებოდით, რომ მოდით, ეს ტექნიკური დეტალი დავაზუსტოთ. მეტი რა შევთავაზოთ?! წავალთ და თქვენ დარჩითო, ამას ვერ შევთავაზებთ“, – განაცხადა დავითულიანმა.