იაგო ხვიჩია: დანიელსონის დოკუმენტს მარტო ჩვენი ხელმოწერით შინაარსი არ გააჩნია

“მარტო ჩვენი ხელმოწერით არც პარლამენტი იქმნება და არც „ქართული ოცნება“ დაეთანხმება ამ დოკუმენტს. ამიტომ, ამას შინაარსი არ გააჩნია”, – ამის შესახებ  „გირჩის“ წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ პარტიებისადმი ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დღევანდელ მოწოდებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, შინაარსი გააჩნია იმას, როდესაც კომპრომისზე ყველა მხარე მიდის.

„მარტო ჩვენს ხელმოწერას რა შინაარსი აქვს?! მარტო ჩვენი ხელმოწერით არც პარლამენტი იქმნება და არც „ქართული ოცნება“ დაეთანხმება ამ დოკუმენტს. ამიტომ, ამას შინაარსი არ გააჩნია. შინაარსი გააჩნია იმას, როდესაც კომპრომისზე ყველა მხარე მიდის და ამას საჯაროდ ხელი ყველას მიერ ეწერება და ჩვენც ვიქნებით, რა თქმა უნდა, ხელმომწერებში. ცალმხრივად ხელმოწერა უშინაარსოა. კონსტიტუციური ნორმებია, რასაც ვერ შევცვლით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა დღეს პარტიებს მიმართა, საჯაროდ, ინდივიდურად დააფიქსირონ, მზად არიან თუ არა, ხელი მოაწერონ დანიელსონის დოკუმენტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები