ჩხოროწყუს სოფელ მუხურში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი სრულდება
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში, ლეთოლორდეს უბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
ამის შესახებ “კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი განმარტებით, აღნიშნული სამუშაოები ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგებას ითვალისწინებს.
“ასფალტის საფარით საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 3 კმ მანძილზე მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი – დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე – კობა ჯიქია მოადგილეებთან ერთად გაეცნენ. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტით 63 600 ლარით ფინანსდება”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.