სახელმწიფო ინსპექტორმა საქართველოს პარლამენტს სამსახურის 2020 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა

სახელმწიფო ინსპექტორმა საქართველოს პარლამენტს სამსახურის 2020 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშში საუბარია არა მხოლოდ მიღწეულ შედეგებსა და წარმატებებზე, არამედ – ფაქტორებზე, რომლებმაც შეაფერხა 2020 წელს სამსახურის მიერ დასახული მიზნების მიღწევა.

“დეტალურად არის აღწერილი ის საკანონმდებლო და პრაქტიკული გამოწვევები, რომელთა დაძლევა აუცილებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციურად დამოუკიდებელ, ძლიერ, ეფექტიან, საზოგადოებაზე ორიენტირებულ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ინსტიტუტად ჩამოყალიბებისთვის.

241 გვერდისგან შემდგარი დოკუმენტი დეტალურ ინფორმაციას მოიცავს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის, აგრეთვე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების მდგომარეობის, ამ მიმართულებებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის, გამოვლენილი გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები