ალეკო ელისაშვილი: როდესაც ლარი მიფრინავს, ფინანსთა მინისტრის გადადგომა დიდი უპასუხისმგებლობაა 

“მოქალაქეების” ლიდერი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ივანე მაჭავარიანის მიერ ფინანსთა მინისტრის თანამდებობის დატოვებას ,,უპასუხისმგებლობას,, უწოდებს.

“იმ დროს, როდესაც ლარი მიფრინავს, დიდი უპასუხისმგებლობაა ფინანსთა მინისტრის გადადგომა. თან რაღაც უწყინარ პოსტს რომ წერ “ფეისბუქში” და სერიოზულ განმარტებებს არ აკეთებ, უპასუხისმგებლობად მიმაჩნია. გახარიასთან ვიხილავთ, ნინო ბურჯანაძესთან თუ საერთოდ არსად, წარმოდგენა არ მაქვს”, – აცხადებს ელისაშვილი.

ცნობისთვის, ივანე მაჭავარიანმა თანამდებობა გუშინ დატოვა. დღეს კი ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ლაშა ხუციშვილი დაინიშნა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები