ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით, ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდის პანთეონში დაიკრძალება

“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაიკრძალება”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მწუხარება გამოთქვა ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო და მის ოჯახს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს მიუსამძიმრა.

„გუშინ საქართველომ დაკარგა გენიალური ფოლკლორისტი, ქართული ხალხური მუსიკის მოამაგე და საზოგადო მოღვაწე – ბატონი ანზორ ერქომაიშვილი. მისი ღვაწლი ქართული კულტურის წინაშე მართლაც რომ ფასდაუდებელია. ანზორ ერქომაიშვილმა მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ხალხურ მრავალხმიან მუსიკას, ჩვენს ყველაზე ძვირფას საგანძურს და მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული მუსიკისა და გენის სიდიადე. ბატონი ანზორის გარდაცვალება აუნაზღაურებელი დანაკლისია, თუმცა, მჯერა, იმ საქმეს, რომელსაც მან მთელი სიცოცხლე მიუძღვნა, ღირსეულად გააგრძელებენ მისი აღზრდილი თაობები. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ უდიდეს მწუხარებას ბატონი ანზორის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და მთელს საქართველოს”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები