კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 264, იმერეთში – 65, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 45

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 499 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 264 შემთხვევა, აჭარაში – 33, იმერეთში – 65, ქვემო ქართლში – 12, შიდა ქართლში – 23, გურიაში – 20, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 45, კახეთში – 13, მცხეთა-მთიანეთში – 19, სამცხე-ჯავახეთში – 1, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 845, საიდანაც:

1 685 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  791, აჭარაში – 229, იმერეთში – 271. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 325 პირი, მათ შორის, თბილისში – 141, აჭარაში – 38, იმერეთში -68. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 67 პირი, მათგან თბილისში – 45, აჭარაში – 2, იმერეთში – 6. 265 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 195 – თბილისში, 65 – აჭარაში. 2 895  პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 212 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 109, ხოლო აჭარაში – 10.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები