ფინანსთა მინისტრად ლაშა ხუციშვილი დაინიშნა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა – ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ვანო მაჭავარიანი გადადგომას აპირებდა ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში, მაგრამ ჩვენ მას ვთხოვეთ, რამდენიმე თვეს გაეგრძელებინა მუშაობა. მინდა, მას მთავრობისა და ჩვენი გუნდის სახელით გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ივანე მაჭავარიანმა საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები