მამუკა მდინარაძე: დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე სიტყვა არ იყო ნახსენები და ამან ოპოზიცია შოკში ჩააგდო
“დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე სიტყვა არ იყო ნახსენები, რაც ევროკავშირის ბუნებრივი პოზიცია იყო და ამან შოკში ჩააგდო ოპოზიცია”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, არათუ სერიოზული კომპრომისი, არამედ ერთი ნაბიჯიც კი არ გადადგა ოპოზიციამ.
„20-ზე მეტი პუნქტი იყო ქვეპუნქტებად ჩაშლილი, მაქსიმუმ სამ-ოთხზე იყო სადისკუსიო და სამსჯელო, თუმცა, აქამდე საქმე არ მისულა, რადგან ყველაზე მთავარ თემებზე, რომელსაც ოპოზიცია ულტიმატუმის სახით აყენებდა, ერთი ნაბიჯიც კი არ გადმოიდგა არათუ კომპრომისული, არამედ საერთოდ არ განხილულა. „ქართული ოცნება“ მზად იყო და არის იმ პუნქტებზე ხელის მოსაწერად, რაც იყო მცირედი შესწორებებით. საუბარია ისეთ დეტალებზე, რაც ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არ არის, პროკურორისა და ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევაზე. არათუ სერიოზული კომპრომისი, არამედ ერთი ნაბიჯიც კი არ გადმოდგეს და ასე დარჩა ბოლო წამამდე. ჩვენი კონსტრუქციული დამოკიდებულების მიუხედავად, მოლაპარაკება ვერ შედგებოდა. დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე სიტყვა არ იყო ნახსენები, რაც ევროკავშირის ბუნებრივი პოზიცია იყო და ამან შოკში ჩააგდო ოპოზიცია“, – განაცხადა მდინარაძემ.