ეკატერინე ტიკარაძე: მოსახლეობის მხრიდან ჩინური ვაქცინის მიმართ ნდობა საკმაოდ მაღალია

“მოსახლეობის მხრიდან ჩინური ვაქცინის მიმართ ნდობა საკმაოდ მაღალია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინა ტრადიციული მეთოდითაა დამზადებული და ესეც გასათვალისწინებელია.

„ჩინურ ვაქცინას აქვს მკაცრი მარეგულირებლის – უნგრეთის აკრედიტაცია. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. რაც შეეხება ჯანმო-ს აკრედიტაციას, ჩინური ვაქცინა ელოდება ამ გადაწყვეტილებას. გვაქვს კომუნიკაცია ჯანმო-სთან, მივიღებთ დამატებით ინფორმაციას, თუ როგორ მოვიქცეთ ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ მოსახლეობა მიიღებს დამატებით ინფორმაციას, თუმცა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მოსახლეობის მხრიდან ჩინური ვაქცინის მიმართ ნდობა საკმაოდ მაღალია, ვინაიდან ის ტრადიციული მეთოდითაა დამზადებული და ესეც არის გასათვალისწინებელი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოში AstraZeneca-თი ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, Pfizer-ით კი – 30 მარტიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები