ალეკო ელისაშვილი: ორივე მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ კრიზისი ან ასე გადაწყდეს, ან ისე –  უხერხულია ქვეყნის, ხალხის წინაშე

“ეს კრიზისი ან ასე უნდა გადაწყდეს, ან – ისე”, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, შეთანხმების მიღწევა პოლიტიკური მხარეების პასუხისმგებლობაა.

“ვინმეს თუ უნდა, რეალურად, ქვეყანასა  და ხალხზე ვიფიქროთ, ეს არის ის შესაძლებლობა და ის შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვას არავინ. დღეს გამოჩნდება, ვის უყვარს ქვეყანა და ვის – არა.

ორივე მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ ეს კრიზისი ან ასე გადაწყდეს, ან – ისე. უხერხულია უბრალოდ ქვეყნის წინაშე და ქვეყნის მეგობრების წინაშე და ხალხის წინაშეა სირცხვილი, რომ ხალხს აქვს რეალური პრობლემები თავისი და ამ დროს ნახევარი წელია, მიდის ეს გაუთავებელი რაღაც”, – ამბობს ალეკო ელისაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები