დავით სონღულაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ ) წარმომადგენლებს შეხვდა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე – დავით სონღულაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ ) წარმომადგენლებს შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს კომიტეტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობები, ასევე, ის პროექტები და ღონისძიებები, რომელთა ეფექტიანი განხორციელებაც სამომავლოდ სხვადასხვა სექტორის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყანაში არსებული საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, სატრანსპორტო პოლიტიკას, ტურიზმის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და განახლებადი ენერგიის ეფექტიან ათვისებას. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის მენეჯერმა, მარტინა კოლბმა გამოხატა აღნიშული საკითხების მიმართ ორგანიზაციის ჩართულობის მზადყოფნა და მომავალში აქტიური თანამშრომლობის სურვილი.