ბრაზილიის შს მინისტრმა, ქვეყანაში ვაქცინების არასაკმარისი რაოდენობის გამო, თანამდებობა დატოვა

ბრაზილიის შს მინისტრმა, ერნესტუ არაუჟუმ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც პარლამენტმა ის ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების არასაკმარისი რაოდენობის გამო გააკრიტიკა.

 

TV Globo-ს ინფორმაციით, მინისტრმა საკუთარ გარემოცვას გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა და შესაბამისი წერილით ქვეყნის პრეზიდენტს მიმართა. ქვეყნის მთავრობა ინფორმაციას, ჯერჯერობით, ოფიციალურად არ ადასტურებს.

 

მანამდე, ბრაზილიის პარლამენტმა არაუჟუ იმისთვის გააკრიტიკა, რომ მისი პოლიტიკის გამო ქვეყანას ვაქცინის საკმარისი რაოდენობა არ მიეწოდა იმ ფონზე, როდესაც ინფიცირების მაჩვენებელი ისევ მზარდია.

 

ბრაზილიაში პანდემიის დაწყებიდან ვირუსით 12,5 მილიონი ადამიანია ინფიცირებული, ვირუსი 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა, თუმცა, 312 ათასი ადამიანია გარდაიცვალა.

 

ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან ჯანდაცვის 4 მინისტრი შეიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები