პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მწერალ გურამ დოჩანაშვილს იუბილეს ულოცავს.
,,დღეს ყველასათვის საყვარელი თანამედროვე კლასიკოსი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა. მისი შემოქმედება სავსეა შთამბეჭდავი და გულწრფელი, სიყვარულითა და სიცოცხლის ძლიერი სურვილით გაჯერებული ამბებით, რომლებიც ასე ახლოსაა ქართველ მკითხველთან.
ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ბატონ გურამს. დარწმუნებული ვარ, იგი კიდევ არაერთი შედევრით გაახარებს თავის მკითხველს”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
დღეს გურამ დოჩანაშვილი 82 წლის გახდა.