“ევროკავშირის მედიაცია არის კარგი შესაძლებლობა, სურათი შემობრუნდეს, რამეზე შეთანხმება შედგეს”, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს.
„საქართველოს აქვს საკუთარი მნიშვნელოვანი გამოწვევები ჯანდაცვის, ეკონომიკისა და რეგიონული კუთხით, სადაც ვითარება არის გართულებული. ახლა მნიშვნელოვანია, ქვეყნის ყველა ენერგია ფოკუსირებული იყოს ამ გამოწვევებზე. მნიშვნელოვანია, რომ შიდა პოლიტიკურ ფრონტზე არსებული დაძაბულობა შერბილდეს. ევროკავშირის მედიაცია არის კარგი შესაძლებლობა, სურათი შემობრუნდეს, რამეზე შეთანხმება შედგეს. მე ვუერთდები მათ, ვინც მოუწოდებს პოლიტიკურ ლიდერებს, მოძებნონ გადაწყვეტა“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.