სოზარ სუბარი: ვფიქრობ, 3%-იანი საარჩევნო ბარიერი ყველაზე კარგად ესადაგება საქართველოს დღევანდელ მოცემულობას

“ვფიქრობ, 3%-იანი საარჩევნო ბარიერი ყველაზე კარგად ესადაგება საქართველოს დღევანდელ მოცემულობას”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა დიალოგი და ოპოზიციის პარლამენტში შესვლა, თუ ასე არ მოხდება, დარჩება ხუთპროცენტიანი ბარიერი.

„ვფიქრობ, 3%-იანი საარჩევნო ბარიერი ყველაზე კარგად ესადაგება საქართველოს დღევანდელ მოცემულობას. არიან პარტიები, რომელთაც სხვადასხვა ბარიერი და პროცენტი აწყობთ, ყველა ცდილობს, თავის თავზე მოირგოს, რაც არ იქნება სწორი. პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე შეიძლება, ვიმსჯელოთ, იქნებ, ერთი პროცენტი სჯობს, ბუნებრივი ბარიერი. ამისთვის საჭიროა დიალოგი და პარლამენტში შემოსვლა. თუ პარლამენტში არ შემოვლენ, დარჩება ხუთპროცენტიანი ბარიერი. ეს მოგვწონს თუ არა, ასე დარჩება. ამიტომ, კარგი იქნება, თუ პარლამენტში შემოვლენ“, – განაცხადა სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები