გოგი წულაიას ადვოკატი: ძალიან ცუდად გრძნობს თავს, წონაში დაიკლო და მეტყველებაც უჭირს, ყოველ წუთს შესაძლოა, კომაში ჩავარდეს

“ძალიან ცუდად გრძნობს თავს, წონაში დაიკლო და მეტყველებაც უჭირს, ყოველ წუთს შესაძლოა, კომაში ჩავარდეს”, – ამის შესახებ პოლიტიკოს გოგი წულაის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა ,,რუსთავი 2″-ს განუცხადა.

ადვოკატის თქმით, გოგი წულაია მე-7 დღეა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობს.

“ძალიან ცუდად გრძნობს თავს, წონაში დაიკლო და მეტყველებაც უჭირს. უკვე მე-7 დღეა, შიმშილობს. ვთხოვე, რომ შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ყოველ წუთს შესაძლოა კომაში ჩავარდეს.

მას აქვს დიაბეტი, ასევე ცოტა ხნის წინ გაიკეთა გულის შუნტირება. ყველაფერი გავაკეთე მის გადასარწმუნებლად, მაგრამ უშედეგოდ. ვესაუბრე მის მეუღლესაც, რომ იქნებ მათ მიაწვდინონ ხმა და სცადონ გადარწმუნება,” – აცხადებს ვალერი გელბახიანი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 19 მარტს შეუფარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები