ირაკლი ბერაია: 2012 წლის შემდეგ, ამერიკელი პარტნიორების განმარტებით, საქართველოში დემოკრატია ძლიერდება და ღრმავდება

“2012 წლის შემდეგ, ამერიკელი პარტნიორების განმარტებით, ქართულმა დემოკრატიამ გაიარა ძალიან დიდი ტესტი და, მათი დასკვნებით, საქართველოში დემოკრატია ძლიერდება და ღრმავდება”, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ სენატში საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ის, რომ ოპოზიცია მანდატებსა და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს, რუსეთის წიქვილზე ასხამს წყალს.

“2012 წლის შემდეგ, ამერიკელი პარტნიორების განმარტებით, ქართულმა დემოკრატიამ გაიარა ძალიან დიდი ტესტი და, მათი დასკვნებით, საქართველოში დემოკრატია ძლიერდება და ღრმავდება. მოვისმინეთ წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია უარს ამბობს მანდატებზე და არ შედის პარლამენტში მაშინ, როცა საზოგადოება ითხოვს მათი მხრიდან ამ ნაბიჯების გადადგმას და ეს პირდაპირ ასხამს წყალს რუსულ წისქვილზე, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორებისთვის შემაშფოთებელია“, – განაცხადა ბერაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები