თამარ გაბუნია: ვაქცინაციაში ცნობილი სახეებიც ჩაერთვებიან – სურვილი 100-მდე ადამიანმა გამოთქვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიასთან ერთად, მნიშვნელოვანია, პროცესში ცნობადი სახეებიც ჩაერთონ.

მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესში ჩასართავად ინტერესი უკვე 100-მდე ადამიანმა გამოხატა.

“ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, ამ შემთხვევაში მაგალითის ძალა არის მნიშვნელოვანი. მაგალითად, ცნობადი სახეების ჩართულობა, უკვე 100-მდე ადამიანი გამოგვეხმაურა და გამოხატა ინტერესი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთოს. შესაბამისად, დაიგეგმება ამ ტიპის საპრომოციო აცრები ისე, რომ ცნობადი სახეების ვაქცინაცია საჯაროდ მოხდეს”, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები