ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდები დაინიშნა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 25 მარტის №119 ბრძანებით, 26 აპრილიდან 19 მაისამდე ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდები ჩატარდება.
ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
საკვალიფიკაციო გამოცდა იუსტიციის სასწავლო ცენტრში ორ ეტაპად გაიმართება. პირველი ეტაპი ზოგად უნარ-ჩვევებს მოიცავს. ესაა ვერბალური და მათემატიკური ნაწილი. მეორე ეტაპი კი პროფესიულ ტესტირებას გულისხმობს.
საგამოცდო თემატიკა და წარსადგენი დოკუმენტაცია იხილეთ ელექტრონულ მისამართზე.