ამირან გამყრელიძე: მარტის ბოლოს თუ აპრილის დასაწყისში ,,კომენდანტის საათის,, მოხსნა შეიძლება, განვიხილოთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით ცვლილებები აპრილის დასაწყისიდან შეიძლება განიხილონ.
„ზოგადად, „კომენდანტის საათი“ არ არის ქართული ველოსიპედის გამოგონება, ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად პანდემიების დროს შემზღუდველ ღონისძიებებში. ამიტომ, ადამიანები როცა ბევრნი არიან ავტობუსში ან მეტროში, რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა ატარონ პირბადე. ე.წ. კომენდანტის საათის შემსუბუქებაზე ჩვენ ვთქვით, რომ დაკვირვება მიმდინარეობს ეპიდსიტუციაზე. ახლა არ არის საგანგაშო ეპიდსიტუაცია, კი გაუარესდა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მაგრამ საგანგაშო არ არის.
რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, თუ ჩვენ ამ ტიპის ეპიდსიტუაციით ვივლით მარტი, აპრილი, დარწმუნებული იყავით, რომ მაისში შევალთ ძალიან კარგი იმედით, ხოლო მარტის ბოლოს თუ აპრილის დასაწყისში იგივე კომენდანტის საათის გარკვეულ ცვლილებებზეც შეიძლება იზრუნოს ქვეყანამ და განიხილოს, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარი მოწოდება მაინც არის იმ რეკომენდაციების დაცვა, რაზეც ვსაუბრობთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.