თამარ გაბუნია: „ფაიზერით” ვაქცინაცია სამშაბათიდან დაიწყება

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, Pfizer-ის ვაქცინით აცრის პროცესი სამშაბათიდან დაიწყება.

“საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა შემოვიდა​. მე მინდა, ყველა პარტნიორ ორგანიზაციას მადლობა ვუთხრა, ვინც ვაქცინის მიღებაში დაგვეხმარა. დღეს საღამოდან Pfizer-ის ვაქცინა აისახება რიგის დაჯავშნის პორტალზე. ამდენად, მოქალაქეს ექნება საშუალება, არჩევანი გააკეთოს “ასტრაზენეკასა” და “ფაიზერს” შორის. Pfizer-ის ვაქცინით ვაქცინაცია 6 სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდება. Pfizer-ით ვაქცინაცია სამშაბათიდან დაიწყება”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები