კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 230, იმერეთში – 48, ქვემო ქართლში – 23

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 399 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 230 შემთხვევა, აჭარაში – 22, იმერეთში – 48, ქვემო ქართლში – 23, შიდა ქართლში – 17, გურიაში – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 20, კახეთში – 14, მცხეთა-მთიანეთში – 4, სამცხე-ჯავახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 9.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 991, საიდანაც: 1 515 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 770, აჭარაში – 168, იმერეთში – 276. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 302 პირი, მათ შორის, თბილისში – 137, აჭარაში – 27, იმერეთში – 68. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 86 პირი, მათგან თბილისში – 60, აჭარაში – 3, იმერეთში – 7. 195 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 149 – თბილისში, 36 – აჭარაში. 2 281 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები