უჩა სეთური კავკასუს ონლაინის წილის უკანონოდ შეძენაზე: ეს დემარში არა მხოლოდ კომუნიკაციის კომისიის, არამედ ქვეყნის წინააღმდეგ

„ჩვენი აზრით, ეს არის არამხოლოდ მარეგულირებელი კომისიის წინააღმდეგ  გაკეთებული დემარში, არამედ, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული  ნაბიჯი, მე  ამას  ასე ვუყურებ, ამ შემთხვევაში არის ერთობლივი მოქმედება საჭირო, რომ გამოსავალი მოიძებოს და ინვესტორი მიხვდეს, რომ ეს არ არის ისეთი ქვეყანა, სადაც  კანონებს მარტივად  შეიძლება  გვერდი აუარო  და  მასზე პასუხისმგებლობა  არ დაგაკისრონ“, – ასე აფასებს  სატელეკომუნიკაციო სფეროს ექსპერტი კომისიის თანხმობის  გარეშე  აზერბაიჯანის მოქალქე ნასიბ ჰასანოვის მიერ “კავკასუს ონლაინში”  51% -იანი წილის მორიგ ჯერზე უკანონოდ შეძენას.

უჩა სეთური განმარტავს, რომ კანონი პირდაპირ ავალდებულებს მნიშვნელოვანი წილის შემძენს კომუნიკაციების კომისიისგან თანხმობის მიღებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი გარიგება კანონიერად ვერჩაითვლება.

„არა ორაზროვანი  ჩანაწერია  კანონში, რომელიც პირდაპირ ავალდებულებს ამ  მოცულობის წილის შეძენის შემთხვევაში წინასწარ ნებართვის არსებობას მარეგულირებელი  კოლეგიალური ორგანოსმხრიდან. ჩემი ინფორმაციით, ანალოგიური ჩანაწერი  ჩადებულია  წილის  გასხვისების  ხელშეკრულებაში. ეს ინვესტორმა იცოდა და ესუნდა  დაეცვა.

თუ მისთვის  სულერთია ქართული კანონმდებლობა? მას ოპერირება  მოუწევს  საქართველოში, ეს  კაბელი არის ფიზიკურად  საქართველოში და მასზე  ვრცელდება  ყველა ის  რეგულაცია, რომელიც კანონმდებლობაში წერია. მას მოუწევს  ამ  რეალობაში  მუშაობა. ეს არის ევროპული კანონმდებლობა და ეს კანონი მათ  შორის, იცავს ბაზრის მსხვილი მოთამაშეების თავნებობისგან მცირემოთამაშეებს და რაც ყველაზე მთავარია საბოლოო მომხმარებლებს“, – აცხადებს მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციის  ხელმძღვანელი უჩა სეთური.

მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ  ევროპასთან  დამაკავშირებელი  ოპტიკურ – ბოჭკოვანი კაბელის გასხვისებით შესაძლოა, საფრთხე შეექმნას ქვეყნის  სტრატეგიულ  ინტერესებს, ისევე, როგორც  საქართველოს  ციფრული  ჰაბის  მომავალს. მისივე განმარტებით, აზერბაიჯანული „ნექსოლ ჰოლდინგის“ მიზანია კანონდარღვევით სწორედ აზერბაიჯანმა აიღოს ლიდერობა ციფრული აბრეშუმის გზის პროექტში და საქართველო თამაშგარე მდგომარეობაში დატოვოს.
„აზერბაიჯანულმა მხარემ  აიღო  ლიდერობა ძალიან მნიშვნელოვან ციფრული ჰაბის პროექტში, შეუთანხმდა  ცენტრალური აზიის  ქვეყნებს მათ შორის, ყაზახეთთან დადო  მემორანდუმები. აქ არსად ჩანს საქართველო. საქართველოს ინტერესი მათ გადაწყვეტილი აქვთ, რომ სიმძიმის  ცენტრი, რომელიც არის დღეს საქართველოში გადაიტანონ ბაქოში. ამის წინაპირობას  ქმნიან. თბილისი კარგავს ინიციატივებს”.

მისი თქმით, დღეს არავინ საუბრობს, მაგრამ დიდი საფრთხე  ექმნება GE დომენების ზონას, რომელიც 40 ათასამდე  დომენს  აერთიანებს  და  რომელიც  ქმნის„ქართულ  ინტერნეტს და ინფორმაციულ უსაფრთხოებას.

მცირე და საშუალო ოპერატორების  ასოციაციის  ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ რადგანაც კომპანიის მფლობელები  არითვალისწინებენ  კანონის მოთხოვნებს  რჩება 2 ბერკეტი, ერთი ეს არის „კავკასუს ონლაინისთვის“ ავტორიზაციის შეჩერება და მეორე მისი აქტივების, მათშორის, ოპტიკურ – ბოჭკოვანი კაბელის დაყადაღება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები