კახა კუჭავა: აშშ-ის სენატში გამოხატული შეფასებების გათვალისწინებით, ოპოზიციას მოუწევს შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმა შეთანხმებისთვის

პარლამენტის ვიცესპიკერის, კახა კუჭავას განცხადებით, აშშ-ის სენატში გამოხატული შეფასებების გათვალისწინებით, შეთანხმების მისაღწევად ოპოზიციას შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა მოუწევს.

მისივე თქმით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება უნდა შედგეს და ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს.

“ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გამოხატული შეფასებების გათვალისწინებით, ოპოზიციას მოუწევს შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმა შეთანხმებისთვის და მცდელობა, რომ მხოლოდ მოლაპარაკებებში მონაწილეობა იქნეს წარმოჩენილი მათი მხრიდან კომპრომისად არ და ვერ იქნება აღქმული ასეთად. შეთანხმება უნდა მიიღწეს და ოპოზიცია უცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში”, – აღნიშნა კუჭავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები