სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის ინიციატივითა და ორგანიზებით დაიწყო სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 60-მდე სტარტაპმა და განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე შეირჩა 20 საუკეთესო გუნდი, რომელიც მომდევნო 2 თვის განმავლობაში იმუშავებს საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე. პრე-აქსელერაციის პროგრამას გაუძღვება იმფაქთ ჰაბ თბილისის მიერ შექმნილი პროფესიონალების გუნდი, გამოცდილი მენტორების ხელმძღვანელობით, რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში. პრეაქსელერატორის დასრულების შემდეგ სტარტაპებს მზად ექნებათ: ფასეული შეთავაზება (value proposition), ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო სტრატეგია, ბაზარზე შესვლის სტრატეგია, ფიჩდექი და საინვესტიციო წინადადება. პროგრამა დასრულდება 4 ივნისს დემო დღით, სადაც პრე-აქსელერატორის მონაწილე სტარტაპები ინვესტორების წინაშე წარდგებიან და ექნებათ შესაძლებლობა მოიპოვონ დამატებითი დაფინანსება სტარტაპის განვითარებისა და გაფართოებისთვის. პროგრამის მხარდამჭერები: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, EFSE Entrepreneurship Academy, რედბერის სტარტაპ სტუდია და ჰოლანდიის საელჩო, რომელიც პრე-აქსელერაციის დასრულების შემდეგ, Startup Fellowship Orange-ის ფარგლებში, საუკეთესო მონაწილეებს უზრუნველყოფს სამუშაო სივრცითა და დამატებითი კონსულტაციებით.R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები