კორონავირუსის 450 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 237, იმერეთში – 51, ქვემო ქართლში – 48

 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 450 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 237 შემთხვევა, აჭარაში – 29, იმერეთში – 51, ქვემო ქართლში – 48, შიდა ქართლში – 22, გურიაში – 11, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 34, კახეთში – 11, მცხეთა-მთიანეთში – 1, სამცხე-ჯავახეთში – 0, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 958, საიდანაც: 1 463 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 718, აჭარაში – 161, იმერეთში – 280. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 303 პირი, მათ შორის, თბილისში – 135, აჭარაში – 25, იმერეთში – 73. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 90 პირი, მათგან თბილისში – 61, აჭარაში – 3, იმერეთში – 12. 180 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 130 – თბილისში, 40 – აჭარაში. 2 315 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები