სერბეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის მეთაურად დანიშვნას ულოცავს
სერბეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი – ანა ბრნაბიჩი ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის მეთაურად დანიშვნას ულოცავს.
ოფიციალურ მისალოც წერილში ანა ბრნაბიჩი ირაკლი ღარიბაშვილს წარმატებულ საქმიანობას უსურვებს და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების იმედს გამოთქვამს.
„გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას. ვუსურვებ თქვენს ქვეყანასა და ხალხს კეთილდღეობას, პირადად თქვენ კი – წარმატებას თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში. ჩვენ მიერ მხარდაჭერილი მეგობრობა და ურთიერთგაგება წარმოადგენს იმ საფუძველს, რომელზეც წარიმართება ჩვენი თანამშრომლობა, რაც წვლილს შეიტანს სერბეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ყოვლისმომცველი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაში”, – აღნიშნულია მისალოც წერილში.
ანა ბრნაბიჩი ქართველ კოლეგას ასევე მადლობას უხდის საქართველოს მიერ სერბეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.