იაგო ხვიჩია: დანიელსონის ჩამოსვლა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, გამოდის, რომ დასავლეთმა ჯერ კიდევ არ თქვა უარი ჩვენზე
“დიდი პატივისცემით ბატონ დანიელსონთან, მაგრამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქართული პოლიტიკური სპექტრი არ შეცვლილა, ეს ხალხი იმავე ჭკუაზეა, რა ჭკუაზეც იყო”, – ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, დანიელსონის კიდევ ერთი ვიზიტი აჩვენებს, რომ დასავლეთმა საქართველოზე ჯერ კიდევ არ თქვა უარი.
„დანიელსონის ჩამოსვლა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. გამოდის, რომ დასავლეთმა ჯერ კიდევ არ თქვა უარი ჩვენზე და ხელი არ აქვს ჩაქნეული ბოლომდე. პერსპექტივას რაც შეეხება, დიდი პატივისცემით ბატონ დანიელსონთან, მაგრამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ქართული პოლიტიკური სპექტრი არ შეცვლილა. ეს ხალხი იგივე ჭკუაზეა, რა ჭკუაზეც იყო. ამიტომ, მე მგონი, ახალი მეთოდია ჩასართავი რაიმე. ჩემი აზრით, ეს მეთოდი უნდა იყოს ვერდიქტი. რა წარმოიდგინეს ამ ადამიანებმა, როგორც ამ ქვეყნის გამოსავალი, რომლებმაც უნდა დადონ გზა, დავინახავთ, ვინ მიჰყვება ამ გზას და ვინ არა მიჰყვება ქართული პოლიტიკური სპექტრიდან. ასე წარმოვიდგინეთ რჩევა, რომელსაც დანიელსონს მივცემდით“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება.