„დათა ვანიშვილი უდრეკელობითა და შეუპოვრობით გახდა მაგალითი თითოეული ჩვენგანისთვის“ – გოგი მეშველიანი
ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში, გოგი მეშველიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ დათა ვალიშვილი თითოეული ჩვენგანისთვის არის მაგალითი.
„დათა ვანიშვილი – ნათელი მის ხსოვნას! ის მავთულხლართების მიღმა დარაჯობდა სამშობლოს. ერთი გოჯი მიწა არ დაუთმო ოკუპანტებს. უდრეკელობითა და შეუპოვრობით გახდა მაგალითი თითოეული ჩვენგანისთვის“, – წერს გოგი მეშველიანი.
დათა ვანიშვილი 88 წლის ასაკში 19 მარტს გარდაიცვალა.