თეა წულუკიანი: სპორტი იქნება მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ გვყვანან ძალიან დიდი და წარმატებული სპორტსმენები – ახალგაზრდა თაობა უფრო მეტად უნდა იყოს სპორტში ჩართული
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სპორტი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება, რადგან საქართველოს წარმატებული სპორტსმენები ჰყავს.
მისივე თქმით, ახალგაზრდა თაობა უფრო მეტად უნდა იყოს სპორტში ჩართული.
“სპორტი იქნება მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ გვყვანან ძალიან დიდი და წარმატებული სპორტსმენები, არის არაერთი ფედერაცია, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. ლეგიტიმური კითხვები დაისმება, თუ როგორ არის ეს ფული დახარჯული ეფექტიანი მიზნის მისაღწევად. ჩემი ძირითადი მიმართულება იქნება მასობრივი სპორტი, რომ ახალგაზრდა თაობა უფრო მეტად იყოს სპორტში ჩართული”, – აღნიშნა წულუკიანმა.